ახალი ამბები

ოპოზიცია თბილისსა და რეგიონებში აქციებს აანონსებს

15 თებერვალი, 2021 • 1129
ოპოზიცია თბილისსა და რეგიონებში აქციებს აანონსებს

25 თებერვალსა და 31 მარტს ოპოზიცია აქციას გამართავს. ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხდა.

მისივე თქმით, თბილისის გარდა აქციები რეგიონებშიც გაიმართება.

“მსვლელობა 25 თებერვალს, რა თქმა უნდა, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს — 100 წლის წინ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედია [მოხდა], როცა ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება. ივანიშვილის რეჟიმი და მისი სამარცხვინო გარემოცვა სწორედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს მათი მოქმედებებით, მათ შორის, მოპარული არჩევნებით და ჩვენი მტრის პოზიციების გაძლიერებით და მათი საქმის კეთებით ჩვენს ქვეყანაში. ამ დღეს ჩვენ შევიკრიბებით იმისთვის, რომ საზოგადოებამ გამოხატოს თავისი ლეგიტიმური პროტესტი და აღშფოთება და ჩვენ აღარ დავუშვებთ ამას ჩვენს ქვეყანაში, რის საფრთხესაც ივანიშვილის რეჟიმი ქმნის. ამას მოჰყვება რამდენიმე აქცია რეგიონებში ასეთივე და შემდეგ იქნება თბილისშივე ცენტრალური აქცია 31 მარტს”, — განაცხადა ბოკერიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი