ახალი ამბები

ოპოზიციამ გადადო 25 თებერვალს დაგეგმილი აქციები

21 თებერვალი, 2021 • 1021
ოპოზიციამ გადადო 25 თებერვალს დაგეგმილი აქციები

ოპოზიციამ გადადო აქციები, რომლებიც 25 თებერვალს თბილისსა და რეგიონებში უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძემ თქვა, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და ორივე მხარე, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება – „ქვეყნის მომავლისთვის ყველა მხარე იქცეოდეს უარღესი პასუხისმგებლობით,“.

„შესაბამისად ჩვენ, შევთავაზეთ ხელისუფლებას კვლავ მოსულიყო მოლაპარაკებების მაგიდაზე ჩვენს საერთაშორისო პარტიორებთან და ჯერ დაეწყო 8 მარტის შეთანხმების შესრულება, შემდეგ შეეწყვიტა ყველა პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და დევნა პოლიტიკური ლიდერების, [დაენიშნა] ახალი არჩევნები, რომლებიც არის პოლიტიკური კრიზისის გამოსავლი და ცესკოს რეფორმირება. ეს არის ის მოთხნვები, რომლებზეც უნდა ვსაუბრობდეთ..,“ – აცხადებს ის.

დეკანოიძე ყვება, რომ ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებაზე გიორგი გახარიას გადადგომამ გაარღმავა პოლიტიკური კრიზისი.

„იცით, რომ ჩვენ 25 თებერვალს გვქონდა დაანონსებული, ოკუპაციის 100 წლისთავის აქცია, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო ნიკა მელიას, რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ ხელისუფლებამ გავრილოვი ჩამოიყვანა.

იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პასუხისმგებლობის სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა ვიზრუნოთ, ამ ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავლის გადასარჩენად, მზად ვართ მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად კვლავ მივცეთ ვადა კომპრომისის სივრცისთვის ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია. იმისთვის, დასხნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმისთვის, რომ შეასრულონ, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები,“ – განაცხადა მან.

გარეკანი ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი