ახალი ამბები

5 275 ტესტით COVID-19-ის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 22 თებერვალი

22 თებერვალი, 2021 • 511
5 275 ტესტით COVID-19-ის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 22 თებერვალი

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 275 ტესტი ჩატარდა და გამოვლინდა ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 2.79% შეადგინა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 5 275 ტესტიდან, 2 736 კვლევა ანტიგენის ტესტით, ხოლო 2 539 PCR ტესტით ჩატარდა.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 502-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  262 244-მდე.

24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 447 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა;
აჭარა – 11;
იმერეთი – 28;
ქვემო ქართლი – 1;
შიდა ქართლი – 16;
გურია – 10;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12;
კახეთი – 4;
მცხეთა-მთიანეთი – 1;
სამცხე-ჯავახეთი – 0;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მთავრობის განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 785, საიდანაც 1 713 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 766, აჭარაში – 194, იმერეთში – 368. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 336 პირი, მათ შორის, თბილისში – 110, აჭარაში – 38, იმერეთში – 107.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან:

თბილისში – 65;
აჭარაში- 8;
იმერეთში – 11.

207 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 117 – თბილისში, 77 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 865 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი