ახალი ამბები

მინისტრობის კანდიდატი: გაგრძელდება მოქმედება – მეტი ნატო საქართველოში

21 თებერვალი, 2021 • 534
მინისტრობის კანდიდატი: გაგრძელდება მოქმედება – მეტი ნატო საქართველოში

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან დაახლოების პროცესი გაგრძელდება.

ჯუანშერ ბურჭულაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა. თუ მას პარლამენტი დაამტკიცებს, ის ახალი სახე იქნება სამთავრობო კაბინეტში. სხვა მინისტრების მსგავსად, დღეს დეპუტატები მასაც უსმენდნენ.

„გაგრძელდება მოქმედება „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“. ამ მიზნით, განახლებული ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიან აღსრულებას გავაგრძელებთ. განახლების პროცესის შედეგად, 2 ინიციატივის, ლოჯისტიკური შესაძლებლობებისა და სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის დასრულება და 3 ახალი ინიციატივის დამატება მოხდა. ჩამოვაყალიბეთ ახალი სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის მართვის დეპარტამენტი, რომელიც ნატოს სტანდარტებისა და კოდების მინიჭების ინტეგრაციას უზრუნველყოფს,“ – ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველო მაქსიმალურად ცდილობს ნატოს წევრი ქვეყნებისთვის დაწესებული ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლის თანახმად სამხედრო დანახარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს.

ჯუანშერ ბურჭულაძეზე ვრცლად წაიკთხეთ:

ჯუანშერ ბურჭულაძე — ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი