ახალი ამბები

ჯუანშერ ბურჭულაძე — ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი

19 თებერვალი, 2021 • 2654
ჯუანშერ ბურჭულაძე — ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ხდება – ის თანამდბებოზე დღეს, 19 თებერვალს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

მინისტრად დასახელებამდე მას თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ჯუანშერ ბურჭულაძე განათლებით ფინანსისტია, ფლობს ინგლისურ, ესპანური და რუსულ ენებს, ჰყავს ცოლი და 8 შვილი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ეროვნულ ბანკში, “ქართუ ბანკში”, “სტანდარტ ბანკში” და საჯარო უწყებებში. ბურჭულაძის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:

2016- 2019 წწ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;  აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;

2015 – 2016 წწ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;  აღმასრულებელი დირექტორი;

2015 წ. – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;  აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;

2010 – 2015 წწ – MFA საქართველოს საელჩო  ამერიკის შეერთებულ შტატებში; ფინანსურ მენეჯერი;

2007 – 2010 წწ. – ს.ს. „კორ – სტანდარტ ბანკი“;  ბიზნესის განვითარების დირექტორი;

2007 წ. – ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“;  საბურთალოს ფილიალის მმართველი

2006-2007 წწ.- ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“; ბუდაპეშტის განყოფილების მმართველი

2005-2006 წწ.- ს.ს. „ სტანდარტ ბანკი“;კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი – პირადი ბანკირი

2004-2005 წწ. – ს.ს. „ქართუ ბანკი“; პლასტიკური ბარათები მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტი; უფროსი სპეციალისტი

2001 – 2004 წწ. – საქართველოს ეროვნული ბანკი; სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი;

1999 – 2001 წწ. –  შპს „ლუქსი“; ფინანსური მენეჯერი;

1998 – 1999 წწ. – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი.

რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძის ქონებას, 2020 წლის მაისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის საკუთრებაშია თბილისში ერთი ბინა და 3 საცხოვრებელი სახლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი