ახალი ამბები

ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში 2 ახალი სახეა — მინისტრთა სია

19 თებერვალი, 2021 • 1090
ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში 2 ახალი სახეა — მინისტრთა სია

“ქართულ ოცნებაში” ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაასახელეს. ახალ კაბინეტში ხელმძღვანელი შეიცვალა მხოლოდ ორ უწყებაში: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და თავდაცვის სამინისტროში.

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი მინისტრი — მიხეილ ჩხენკელი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი —- ლევან დავითაშვილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი — ნათელა თურნავა;
  • თავდაცვის მინისტრი — ჯუანშერ ბურჭულაძე;
  • იუსტიციის მინისტრი — გოჩა ლორთქიფანიძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი — ეკატერინე ტიკარაძე;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი —- ირაკლი ქარსელაძე;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი — დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა მინისტრი — ივანე მაჭავარიანი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი — ვახტანგ გომელაური;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი — თეა ახვლედიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი