ახალი ამბები

ცესკო: თამარ ჟვანია არ გადამდგარა

19 თებერვალი, 2021 • 927
ცესკო: თამარ ჟვანია არ გადამდგარა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში [ცესკო] უარყოფენ, რომ უწყების თავმჯდომარე, თამარ ჟვანია გადადგა.

როგორც ნეტგაზეთს ცესკოს პრესსამსახურმა უთხრა, ჟვანია ჩვეულებისამებრ აგრძელებს მუშაობას. მანამდე ინფორმაცია ჟვანიას გადადგომის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულამ“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ გაავრცელა.

თამარ ჟვანიაც გადადგა. ნაწილ ნაწილ მიდიან ეს შობელძაღლები?

Posted by Gigi Ugulava on Thursday, 18 February 2021

თამარ ჟვანიას გადადგომა და საარჩევნო კომისიის სისტემური ცვლილება ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, ახალი არჩევნების დანიშვნასთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი