ახალი ამბები

გახარიას თქმით, “ქართულმა ოცნებამ” თამარ ჟვანია “ვერ დაიცვა” 

1 ივლისი, 2021 • 876
გახარიას თქმით, “ქართულმა ოცნებამ” თამარ ჟვანია “ვერ დაიცვა” 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” არა მხოლოდ ვერ დაიცვა, არამედ ხელი შეუწყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გადადგომას.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ლეგიტიმური. ეს დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც. როგორც ვერ დაიცვა “ქართულმა ოცნებამ” თავისი უსუსურობით ამ არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და დარწმუნებული ვარ, თვითონ შეუწყო ხელი მის გადადგომას”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, რომელიც ჯერ კიდევ 21 ივნისს აცხადებდა, რომ წასვლას არ აპირებს და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, მოითხოვოს ცესკოს თავმჯდომარის არგუმენტების გარეშე გადადგომა, 30 ივნისს თანამდებობიდან გადადგა.

კომისია იმსჯელებს ცესკოს უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობის დაყენებაზე — მიქანაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი