ახალი ამბები |

ვაკეში ავტომობილი ტროტუარზე ქვეითს დაეჯახა

18 თებერვალი, 2021 | | 2094
ვაკეში ავტომობილი ტროტუარზე ქვეითს დაეჯახა

თბილისში, ვაკეში, აბაშიძის გამზირზე, “რენჯ როვერის” მარკის ავტომობილი ბორდიურზე ავარდა, ტროტუარზე ქვეითს დაეჯახა და ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაც დააზიანა.

არსებული ინფორმაციით, ქვეითი მსუბუქად დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.

აღიშნული მუხლი გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი