ახალი ამბები

არსებული ვითარება გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის პრობლემიდან – აშშ-ის საელჩო

18 თებერვალი, 2021 • 657
არსებული ვითარება გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის პრობლემიდან – აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა, გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან.

“აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია”,- აცხადებს საელჩო და ყველას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი