ახალი ამბები

პოლიტიკური რეპრესიები – ოპოზიციური პარტიების განცხადება ნიკა მელიას პატიმრობაზე

18 თებერვალი, 2021 • 608
პოლიტიკური რეპრესიები – ოპოზიციური პარტიების განცხადება ნიკა მელიას პატიმრობაზე

ოპიზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა. 

პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება, დააკავოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, “პოლიტიკური რეპრესიების უფრო დრამატულ ეტაპზე გადასვლისკენ მიუთითებს”.

ოპოზიციური პარტიები სოლიდარობას უცხადებენ ნიკა მელიას და ენმ-ის მცდელობას, “წინააღმდეგობა გაუწიოს ქართული ოცნების სვლას სრული ავტორიტარიზმისკენ”. 

პარტიებმა განცხადება ტვიტერზე გამოაქვეყნეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი