ახალი ამბები

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

17 თებერვალი, 2021 • 580
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მიმდინარე წლის იანვარში, გაასაღა 20 000 აშშ დოლარის ოდენობის სხვადასხვა ნომრის მქონე 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომელიც შემდგომში ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.

გამოძიება გრძელდება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი