ახალი ამბები

გერმანიაში დასაქმების პროგრამაში რეგისტრაციის ინსტრუქცია

16 თებერვალი, 2021 • 3620
გერმანიაში დასაქმების პროგრამაში რეგისტრაციის ინსტრუქცია

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აქვეყნებს ინსტრუქციას, თუ როგორ ხდება გერმანიაში დროებით ლეგალური დასაქმების პროგრამაში ჩასართავად სპეციალურ საიტზე რეგისტრაცია.

გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ  შემდეგ ვებ-გვერდზე: workabroad.moh.gov.ge.

ვებგვერდზე რეგისტრაციის დასაწყებად, პირველ ეტაპზე საჭიროა დააჭიროთ ღილაკს “რეგისტრაცია”.

შემდეგ ეტაპზე სააგენტო მომხმარებლებს ატყობინებს, რომ ის დაამუშავებს მათ მიერ ვებგვერდზე შეყვანილ პერსონალურ მონაცემებს, ასევე გაუზიარებს მესამე მხარეს – გერმანიას.

სააგენტოს თანახმად, მომხარებელი უნდა გაეცნოს და სურვილის შემთხვევაში დაეთანხმოს პირობას პერსონალური მონაცემების გამოყენების შესახებ.

თანხმობის შემდეგ, შესაბამის გრაფებში უნდა შეიყვანთთ თქვენი პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ გვარი და მამის სახელი. მითითებისამებრ შეავსებთ მისამართების ველებს და შეიყვანთ თქვენი მობილურის ნომერს. (გაითვალისწინეთ, რომ ერთი მობილურის ნომრით შესაძლებელია მხოლოდ ერთი მომხმარებლის რეგისტრაცია).

შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „სმს გაგზავნა“. მითითებულ ნომერზე, შეტყობინების (SMS) სახით მიიღებთ ერთჯერად ექვსნიშნა კოდს, რომელსაც შეიყვანთ მოცემულ გრაფაში.

შემდეგ დააწვებით ღილაკს „რეგისტრაცია“.

რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ უნდა აირჩიოთ გრაფა „დროებითი ლეგალური დასაქმება გერმანიაში“.

ამის შემდეგ სააგენტო გთავაზობთ გერმანიაში დასაქმების პირობებს, რომლის მიხედვითაც გერმანიაში სეზონური სამუშაოები გულისხმობს მოსავლის აღებას ღია მინდორში, მაგალითად, სატაცურის, მარწყვის, პრასის, ბოლოკის, სალათის ფურცლების, ჟოლოს და ა.შ. დასაქმების ხანგრძლივობაა 1 – 3 თვემდე. მინინალური ანაზღაურება იქნება საათში მინიმუმ 9.5 ევრო (დარიცხული, რომელსაც გამოაკლდება გადასახადები). დასაქმების კონკრეტული პირობები მითითებული იქნება გერმანელი დამსაქმებლის მიერ გამოგზავნილ კონტრაქტში. ვებგვერდზე ასევე მოცემულია დასაქმების პროცედურები და ის კრიტერიუმები, რასაც დასამქების მსურველი უნდა აკმაყოფილბდეს.

სააგენტოს ცნობით, მომხმარებელი უნდა გაეცნოს და სურვილის შემთხვევაში დაეთანხმოს მოცემულ ინფორმაციას და დაეთანხმოს პირობებს.

იმისათვის, რომ წარმატებით გაიაროთ რეგისტრაცია, საჭიროა შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი და დააჭიროთ ღილაკს “რეგისტრაციის დასრულება”.

“რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, გამოჩნდება შემდეგი შეტყობინება: “თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია, განაცხადი N…. შემდეგ ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, დაგიკავშირდებით თქვენ მიერ მითითებულ ნომერზე”, – აცხადებენ დასაქმების სააგენტოში.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/328932/

მასალების გადაბეჭდვის წესი