ახალი ამბები

ჩატარდა კორონავირუსის 9 197 ტესტი, გამოვლინდა 165 შემთხვევა – 15 თებერვალი

15 თებერვალი, 2021 • 579
ჩატარდა კორონავირუსის 9 197 ტესტი, გამოვლინდა 165 შემთხვევა – 15 თებერვალი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 165 შემთხვევა გამოვლიდნა, გარდაიცვალა 11 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც უწყება ამბობს, ამავე პერიოდში ჩატარდა 9 197 ტესტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 639 ადამიანი.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.5%“, – ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი 165 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისის – 57
  • აჭარა – 10
  • იმერეთი – 31
  • ქვემო ქართლი – 6
  • შიდა ქართლი – 6
  • გურია – 13
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14
  • კახეთი – 17
  • მცხეთა-მთიანეთი – 2
  • სამცხე-ჯავახეთი – 9
  • რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 601, საიდანაც 1 932 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  869, აჭარაში – 166, იმერეთში – 437. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 425 პირი, მათ შორის, თბილისში – 172, აჭარაში – 39, იმერეთში – 127.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში – 69, აჭარაში- 5, იმერეთში – 12. 232ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 115 – თბილისში, 104 – აჭარაში, 13 – იმერეთში. 1 437 პირი ვირუსისმკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 238 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 119, ხოლო აჭარაში – 45,“ – ვკითხულობთ ოფიციალურ სტატისტიკაში.

მთავრობის ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 11 724 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის 265 722 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 258 732 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 3 363 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი