ახალი ამბები

მათი პარტიული საკითხები საერთოდ არ გამირჩევია – სააკაშვილი უგულავასთან შეხვედრაზე

14 თებერვალი, 2021 • 1106
მათი პარტიული საკითხები საერთოდ არ გამირჩევია – სააკაშვილი უგულავასთან შეხვედრაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან უკრაინაში გამართულ შეხვედრას ადასტურებს. სააკაშვილმა “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უგულავასთან ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა და პოლიტიკაზე თითქმის არ უსაბრიათ, ასევე არ გაურჩევიათ “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესები.

“გიგი [უგულავა] აქ მართლა იყო. ჩემთან სახლში სუფრა გავუშალეთ, ძალიან თბილი შეხვედრა იყო და თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე. რატომ არ გივილაპარაკია პოლიტიკაზე მაგასაც გეტყვით, იმიტომ რომ არ მინდოდა მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა. მე მათი კამპანია [საარჩევნო] რა თქმა უნდა, არ მომეწონა. მიმაჩნიამ რომ ამ კამპანიამ პირველ რიგში ისინი დააზარალა და ასევე დააზარალა ჩვენი საერთო საქმე. ჩემზე თავდასმები არ იყო საერთო ინტერესებში, მაგრამ შემდეგ ჩვენი ძალების გაერთიანება მოვახერხეთ, ამიტომ წარსულზე კონცენტირება საჭირო არ იყო და მომავალზე კონცენტირებაა საჭირო. მით უმეტეს, მათი რაღაც პარტიული საკითხები საერთოდ არ გამირჩევია. თავიდანვე მიმაჩნდა რომ მათ პარტიულ პროექტს როცა ის შეიქმნა განსაკუთრებული, ცალკე ნიშა [არ ჰქონია]. ქართულ პოლიტიკაში დღეს არსებობს “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც უკავშირდება ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნა და ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა, ასევე არსებობს ივანიშვილი, რომელიც არის ამ ქართული სახელმწიფოს დამაქცევარი და მოდერნიზაციის წინააღმდეგი,”-აცხადებს სააკაშვილი.

12 თებერვალს გიგი უგულავამ განაცხადა, რომ უკრაინაში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა, თუმცა საქართველოს შესახებ არ უსაბრიათ. უგულავამ ასევე თქვა, რომ “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესებთან სააკაშვილს კავშირი არ აქვს. იმევე დღეს ცნობილი გახდა, რომ ის დავით ბაქრაძის მსგავსად, პოლიტსაბჭოს ყრილობის შემდეგ პარტიულ თანამდებობას აღარ დაიკავებს და პარტიის მართვიდან გვერდზე გაიწევა.

უგულავას განცხადებით, პარტიას განახლება სჭირდება და ამისათვის საჭიროა, რომ მასთან და ბაქრაძესთან ერთად, “ევროპული საქართველოს” მართვის სადავეებს გიგა ბოკერიაც ჩამოსცილდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი