ახალი ამბები

უგულავას თქმით, სააკაშვილს შეხვდა, თუმცა საქართველოზე არ უსაუბრიათ

12 თებერვალი, 2021 • 793
უგულავას თქმით, სააკაშვილს შეხვდა, თუმცა საქართველოზე არ უსაუბრიათ

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ პარტიის მენეჯმენტში ყოფნას აღარ აპირებს, აცხადებს, რომ უკრაინაში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა, თუმცა საქართველოს შესახებ არ უსაბრიათ.

ამასთან, უგულავა აცხადებს, რომ “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესებთან სააკაშვილს კავშირი არ აქვს:

“სააკაშვილი მე ვნახე, დიდი საუბარი მასთან არ მქონია, გადავიკვეთეთ, უბრალოდ. საქართველოს საკითხებზე მასთან არ მილაპარაკია, განსაკუთრებით- პარტიულ საკითხებზე, იმიტომ, რომ მიმაჩნია, ენმ-ს ჰყავს არჩეული თავმჯდომარე და თუ რამე მაქვს სათქმელი მათთვის, ბატონ ნიკასთან მაქვს ურთიერთობა. აქვე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო. თუ თქვენი პოზიცია იქნება, რომ სააკაშვილმა გააკეთა ყველაფერი, რომ ბოკერიას დარჩეს პარტია, ყველაზე დიდი აბსურდი და ბოდვა იქნება”, – ამბობს უგულავა.

პარტიული პოლიტიკიდან პაუზას იღებს პარტიის კდიევ ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელიც აცხადებს,  რომ “ევროპულ საქართველოს” თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და მომავალ ყრილობაზე აღარ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას  ითავმჯდომარის პოსტზე.

პარტიული პოლიტიკიდან პაუზას ვიღებ – ბაქრაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი