ახალი ამბები

თბილისში, ტროტუარზე ფეხით მიმავალ ქალს ავტომობილი დაეჯახა

12 თებერვალი, 2021 • 1299
თბილისში, ტროტუარზე ფეხით მიმავალ ქალს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, კოსტავას გამზირზე, ტროტუარზე ფეხით მიმავალ ახალგაზრდა ქალს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 12 თებერვალს მოხდა.

ქალი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება. თვითმხილველის განცხადებით, ავტომობილი სამანქანო გზიდან ტროტუარზე ავარდა, რა დროსაც ქვეითს დაეჯახა. როგორც თვითმხილველი ამბობს, მძღოლი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი