ახალი ამბები

თბილისსა და რეგიონებში 1.5 მილიონამდე პოლიეთილენის პარკი დალუქეს

11 თებერვალი, 2021 • 856
თბილისსა და რეგიონებში 1.5 მილიონამდე პოლიეთილენის პარკი დალუქეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიეთილენის პარკების მწარმოებელი 32 ობიექტი შეამოწმეს და 1 493 490 ერთეული პარკი დალუქეს. უწყების თანახმად, ინსპექტირება განხორციელდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

“ინსპექტირების შედეგად, კომპანიების მხრიდან, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა”, – ნათქვამია პრესრელიზში.

დალუქული პარკები. ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

დეპარტამენტის განცხადებით, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, “შესაბამის უწყებაში გაიგზავნება”.

“ინსპექტირების მიზანია, პლასტიკის პარკები საცალო ქსელში არ მოხვდეს და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურება შემცირდეს“, – ამბობს უწყების უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი