ახალი ამბები

არ გვაქვს ბერკეტი, გავაკონტროლოთ პოლიეთილენის პარკების რეალიზაცია – თბილისის მერია

1 აპრილი, 2019 • 1852
არ გვაქვს ბერკეტი, გავაკონტროლოთ პოლიეთილენის პარკების რეალიზაცია – თბილისის მერია

დღეიდან, პირველი აპრილიდან, საქართველოში ცელოფნის პარკების გაყიდვა, ადგილზე წარმოება და იმპორტი აკრძალულია. დასაშვებია მხოლოდ ისეთი პოლიეთილენის პარკების რეალიზაცია, რომლებიც ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი არიან.

კანონის მიხედვით, პარკების წარმოებას გარემოს დაცვის სამინისტრო აკონტროლებს, იმპორტს- ფინანსთა სამინისტრო, ხოლო რეალიზაციას – მერია. თუმცა, როგორც თბილისის მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, პარკების რეალიზაციის კონტროლის ბერკეტი არ აქვთ.

“თბილისის მერიას აქვს სამთავრობო სტრუქტურებთან კონცეპტუალური შეთანხმება, რომ განხორციელდება ცვლილებები და ეს ფუნქცია მერიიდან სხვა უწყებას გადაეცემა, რამდენადაც მერიას არა აქვს ბერკეტი, გააკონტროლოს პოლიეთილენის პარკების რეალიზაცია,” – გვითხრეს მერიაში.

ვრცლად ახალ რეგულაციაზე:

http://batumelebi.netgazeti.ge/news/192043/

მასალების გადაბეჭდვის წესი