მომხმარებლებზე ზეწოლამ, შემცირდეს პოლიეთილენის პარკების გამოყენება, შესაძლოა, უფრო მეტი ზიანი მიაყენოს გარემოს. ამის შესახებ BBC “მწვანე ალიანსის” მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაზე – “პლასტიკური დაპირებები” – დაყრდნობით იუწყება.
BBC-ის ცნობით, კომპანიები პროდუქტის შესაფუთად, პოლიეთილენის პარკების ნაცვლად, განსხვავებულ მასალას იყენებენ, რაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს. მაგალითად, ქაღალდის პარკები უფრო მეტ ნახშირბადს გამოყოფენ, ვიდრე პოლიეთილენის პარკები. ამასთან, უფრო რთულია მათი ხელახლა გამოყენება.
მთავარი მიზეზი, რატომაც ადამიანებმა პოლიეთილენის ნაწარმის ჩანაცვლება სხვა მასალით გადაწყვიტეს, არის ოკეანეებისთვის დიდი ზიანის მიყენება, თუმცა ანგარიშის – “პლასტიკური დაპირებები” – ავტორები ამბობენ, რომ ახალი მასალის გამოყენების რისკები სათანადოდ არ არის შეფასებული.
BBC-ის ინფორმაციით, სხვადასხვა სუპერმარკეტმა პოლიეთილენის შეფუთვები ჩაანაცვლა მუყაოს შეფუთვით, იმ რწმენით, რომ მუყაოს გადამუშავება უფრო მარტივია. თუმცა, “მწვანე ალიანისის” მიერ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მიმოქცევაში არსებული შეფუთვების მხოლოდ მესამედის გადამუშავება.
“მწვანე ალიანისის” ჯგუფის მიერ BBC-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, უამრავი მაღაზია აღწერს შეფუთვებს, როგორც მარტივად გადასამუშავებელს, თუმცა მათი გადამუშავება შესაძლებელია მხოლოდ სამრეწველო გადამამუშავებელ დაწესებულებებში, სადაც ყველა შეფუთვის გადამუშავება მაინც ვერ ხერხდება.
“მწვანე ალიანსის” მიერ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, “მომხმარებელთა 80%-ზე მეტი ფიქრობს, რომ ბიოდეგრადირებადი ან კომპოსტირებადი პოლიეთილენი ეკოლოგიურად სასარგებლოა, მაგრამ არცთუ ისე კარგად აქვთ გააზრებული, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ტერმინები და როგორ უნდა მოხდეს ამ მასალასთან მუშაობა”.
მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ შესაფუთი მასალით, მოვაჭრეების განმარტებით, აღნიშნულმა გაუგებრობამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს გარემოს.
მოხსნებეის მიხედვით, გარკვეულმა კომპანიებმა სცადეს პოლიეთილენის მასალის ნაცვლად სხვა მასალის გამოყენებაც, თუმცა მათი გადამუშავება ვერ მოხდა ისე, როგორც კომპანიები ელოდნენ.