ახალი ამბები

ჩატარდა კორონავირუსის 21 890 ტესტი, გამოვლინდა 557 შემთხვევა – 11 თებერვალი

11 თებერვალი, 2021 • 485
ჩატარდა კორონავირუსის 21 890 ტესტი, გამოვლინდა 557 შემთხვევა – 11 თებერვალი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 557 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში ჩატარდა 21 890 ტესტი და გამოჯანმრთელდა 639 პირი.

“რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.23%,” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი 557 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 209
  • აჭარა – 21
  • იმერეთი – 113
  • ქვემო ქართლი – 43
  • შიდა ქართლი – 63
  • გურია – 33
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 24
  • კახეთი – 33
  • მცხეთა – მთიანეთი – 7
  • სამცხე – ჯავახეთი – 10
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 787, საიდანაც 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 960, აჭარაში – 160, იმერეთში – 448. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 456 პირი, მათ შორის, თბილისში – 188, აჭარაში – 47, იმერეთში – 119. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 129 პირი, მათგან თბილისში – 91, აჭარაში- 7, იმერეთში – 17. 290 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 – თბილისში, 128 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2414 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 219, ხოლო აჭარაში – 100.

სულ  6 ოქტომბრიდან – 10 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 22 713 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 886 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 456 პირი, აჭარაში – 684, იმერეთში – 1 380”, –  აცხადებენ მთავრობაში.

საქართველოში სულ კორონავირუსის 264 158 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 256 024 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 321 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი