ახალი ამბები

ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი 11 თებერვლიდან აღდგება

9 თებერვალი, 2021 • 1008
ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი 11 თებერვლიდან აღდგება

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი 11 თებერვლიდან აღდგება. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” დედაქალაქის მერიაში დაუდასტურეს.

აღნიშნული გადასახადი დროებით, 27 ნოემბრიდან იყო შეჩერებული. მერიაში აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტას უკავშირდებოდა და ძალაში იქნებოდა მანამ, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ განახლდებოდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი