ახალი ამბები

ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება — კალაძე

27 ნოემბერი, 2020 • 1504
ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება — კალაძე

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებაა.

“ხვალიდან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო, ამასთან დაკავშირებით ზონალურ- საათობრივ პარკირებაზე გადასახადი უქმდება ამ დროის განმავლობაში”, — განაცხადა კალაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვები წესდება.

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი