ახალი ამბებიკინო

სალომე ჯაშის “მოთვინიერების” ევროპული პრემიერა ბერლინალეზე შედგება

9 თებერვალი, 2021 • 5216
სალომე ჯაშის “მოთვინიერების” ევროპული პრემიერა ბერლინალეზე შედგება

ივანიშვილის ხეების შესახებ სალომე ჯაშის ფილმის “მოთვინიერება” ევროპული პრემიერა ბერლინალეზე შედგება.

“მოთვინიერება” შვეიცარულ-გერმანული-ქართული კოპროდუქციაა.

როგორც კინოსურათის სინოფსისში ვკითხულობთ, ფილმი ოდაა, რომელიც ადამიანსა და ბუნებას შორის მეტოქეობას ეძღვნება. დოკუმენტური ფილმი თანამედროვე ქართული საზოგადოების საჭიროებებსა და ღირებულებებთან კონტრასტში ყვება ისტორიას გავლენიან კაცზე, რომელიც ასწლოვან ხეებს ყიდულობს, რომელთა სიმაღლე 15-სართულიან შენობასაც აჭარბებს და საკუთარ კერძო ბაღში ეზიდება. კინოსურათი ასევე ფოკუსირდება იძულებით მიგრაციის თემაზე, სადაც “ამოძირკვა” მეტაფორაზე მეტია.

ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი