ახალი ამბები

სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა

13 მარტი, 2024 • 793
სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა

ქართველი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა.

Akademie der Künste ,ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის ექვს კატეგორიაში: ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, ლიტერატურა, სასცენო ხელოვნება და კინო და მედიახელოვნება.

სწორედ კინოსა და მედიახელოვნების ჯილდო გადაეცა ქართველ კინოდოკუმენტალისტს, რომელიც ასევე არის საქართველოს დოკუმენტური ასოციაცია ‘დოკას’ DOCA · Documentary Association Georgia თავმჯდომარე და საქართველოს კინოინსტიტუტის კინემატოგრაფისტთა საბჭოს წევრი.

სალომე ჯაში არის რეჟისორი საერთაშორისო კინოსცენაზე აღიარებული ფილმებისა, როგორებიცაა, “მოთვინიერება”, Taming the Garden “დაისის მიზიდულობა”, “ბახმარო” და სხვა.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 18 მარტს ბერლინში.

მასალების გადაბეჭდვის წესი