ახალი ამბები

კერძო სექტორს თავიდანვე შევთავაზეთ, ვაქცინის მწარმოებლებთან ემუშავათ – გამყრელიძე

9 თებერვალი, 2021 • 1235
კერძო სექტორს თავიდანვე შევთავაზეთ, ვაქცინის მწარმოებლებთან ემუშავათ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კერძო სექტორს თავიდანვე შესთავაზეს, კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებლებთან ემუშავათ ვაქცინის შემოტანაზე, თუმცა ჯერჯერობით ვაქცინა კერძო კომპანიებზე არ იყიდება.

გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში უპასუხა კრიტიკას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო არაფექტურად მუშაობს ვაქცინის შემოტანაზე, ელოდება რა რიგს “კოვაქს” პლატფორმაზე, ნაცვლად საერთაშორისო კავშირების გამოყენებისა და ვაქცინის მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკებისა, ასევე, კერძო სექტორს არ აქვს კოვიდის ვაქცინის შემოტანის საშუალება.

გამყრელიძის  თქმით, ის არ უპასუხებს პოლიტიკური კრიტიკას, რადგან “ადამიანი უნდა აკრიტიკო, როდსაც მასზე მეტი გაქვს გაკეთებული ჯანდაცვის სისტემაში და უკეთესად იცი”.

“ქვეყანას კონტრაქტი აქვს გაფორმებული 1 400 000  დოზაზე. 2,5 მილიონი გვჭირდება. რაც ისმოდა [კრიტიკა], რატომ კერძო სექტორს არაო… ეს უფრო ადრე შევთავაზეთ კერძო სექტორს, რომ ყველამ იმუშავეთ ყველა მწარმოებელთან, რომ ქვეყანაში ვაქცინა შემოიტანოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც “ფაიზერი”, არც “ასტრა ზენეკა”, არც “მოდერნას” არ ყიდიან. ამის ძალიან ძლიერი კონტროლია და მოისმინეთ, როგორი ემბარგო ადევს ევროკავშირიდან ვაქცინის გარეთ გასვლას. ისინი, ვინც ყიდიან დღეს, არ დავასახალებ ქვეყნებს, არიან თაღლითი შუამავლები. კოვიდის ვაქიცნა დღეს იქცა პოლიტიკურ იარაღად დიდი სახელმწიფოების ხელში, არ დავასახელებ ვისი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს და სწორედ მათი მხარდაჭერით აღმოჩნდა საქართველო იმ 4 ქვეყანას შორის, რომელსაც პირველი, ლიმიტირებული “ფაიზერი” მიეცა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, კარგად მუშაობის შემთხვევაში ვაქცინაცია საქართველოში, შესაძლოა, 1,5 წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულდეს და კარგი შედეგი იქნება, თუ წელს ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრა მოხერხდება.

გამყრელიძის თქმით, 1 400 000 დოზა ვაქცინა, რაც საქართველოში 2021 წლის განმავლობაში უნდა შემოვიდეს, მოსახლეობის 20%-ზეა გათვლილი.

ამ თემაზე:

“რეანიმატოლოგები, მიმღების და სასწრაფოს ექიმები” – ვის შეხვდება COVID-ის ვაქცინა პირველს

მასალების გადაბეჭდვის წესი