ახალი ამბები | ,

განათლებისა და კულტურის სამინისტროებთან ერთად, კომიტეტებიც იყოფა

8 თებერვალი, 2021 | | 787
განათლებისა და კულტურის სამინისტროებთან ერთად, კომიტეტებიც იყოფა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზების შესახებ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.

რეორგანიზაციის შედეგად, კულტურისა და სპორტის მიმართულება განათლებას გამოეყოფა და კვლავ ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება.

“ქართული ოცნების” თანახმად, აღნიშნულ საკითხს უკავშირდება, ასევე, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ნაცვლად, ორი კომიტეტი — განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი და კულტურის კომიტეტი შეიქმნება.

თუმცა ცალკე კულტურის კომიტეტი სამინისტროების გაერთიანებამდეც არ არსებულა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტს თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, რომლის კანდიდატურაც კულუტურის მინისტრის პოსტზე განიხილება.

წულუკიანი იქნება კულტურის ბრწყინვალე მინისტრი – ელისო ბოლქვაძე

კულტურის სამინისტრო განათლებას კვლავ გამოეყოფა

მასალების გადაბეჭდვის წესი