ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კორონავირუსით ინფიცირებული ანქვაბის მდგომარეობა სტაბილურია | დე ფაქტო აფხაზეთი

8 თებერვალი, 2021 • 830
კორონავირუსით ინფიცირებული ანქვაბის მდგომარეობა სტაბილურია | დე ფაქტო აფხაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბის მდგომარეობა “სტაბილურია და დადებითი დინამიკით ხასიათდება”, ამის შესაბ აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა საბჭოს ვებ-გვერდი იუწყება.

გავრცელებული ცნობის თანახმად, ანქვაბი მკურნალობას მოსკოვში განაგრძობს.

ალექსანდრე ანქვაბს კორონავირუსი 2021 წლის იანვრის დასაწყისში, დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ინფიცირების შემდეგ დაუდგინდა. თავდაპირველად მკურნალობას საკუთარ სახლში გადიოდა, თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა და გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შემდგომ ალექსანდრე ანქვაბის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და რუსეთში, მოსკოვში გადაიყვანეს.

დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი ვლადიმერ დელბა 11 იანვარს დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი