ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ვლადიმერ დელბა შეასრულებს

11 იანვარი, 2021 • 1222
დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ვლადიმერ დელბა შეასრულებს

დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი ვლადიმერ დელბა გახდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდი ავრცელებს.

ბრძანებას ხელი დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დღეს, 11 იანვარს მოაწერა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დელბა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ხდება. პირველად მან მსგავსი თანამდებობა 2014 წელს დაიკავა, რა დროსაც ასევე ფინანსთა მინისტრიც იყო.

ვლადიმერ დელბა ალექსანდრე ანქვაბის მოვალეობებს ამ უკანასკნელის გამოჯანმრთელებამდე შეასრულებს.

ანქვაბი კორონავირუსს რუსეთის კლინიკაში მკურნალობს. მას ინფექცია 30 დეკემბერს გამოუვლინდა და მკურნალობას, ასლან ბჟანიას მსგავსად, საკუთარ სახლში გადიოდა, თუმცა 4 იანვარს მისი მდგომარეობა დამძიმდა და გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მისი მდგომარეობა კვლავ დამძიმდა და მედიკოსების გადაწყვეტილებით, რუსეთის შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს.


2021 წლის 11 იანვრის მონაცემებით, დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, აფხაზეთში კორონავირუსის 10 097 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი აქტიური შემთვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი