ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ანქვაბის მდგომარეობა დამძიმდა, მას რუსეთში გადაიყვანენ | კორონავირუსი

7 იანვარი, 2021 • 1425
ანქვაბის მდგომარეობა დამძიმდა, მას რუსეთში გადაიყვანენ | კორონავირუსი

დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ჰოსპიტალიზებული იყო,  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რუსეთის კლინიკაში გადაიყვანენ – ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის  ვებ-გვერდი ავრცელებს.

“პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრე ანქვაბის რუსეთში გადაყვანის გადაწყვეტილება 7 იანვარს, სამედიცინო კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომელიც გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გაიმართა. მედიკოსთა ჯგუფმა გადაწყვეტილება დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად მიიღეს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ექიმების თქმით, ანქვაბის მდგომარეობა “საშუალო სირთულისა და ზომიერად სტაბილურია, მას ინტენსიური მკურნალობა სჭირდება.”

ფოტო გარეკანზე: Agence France-Presse


ალექსანდრე ანქვაბს კორონავირუსი 30 დეკემბერს დაუდგინდა. იგი მკურნალობას თავდაპირველად საკუთარ სახლში გადიოდა და ექიმების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. 4 იანვრიდან მისი მდგომარეობა დამძიმდა და საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია. ანქვაბი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ მომუშავე ძირითადი დაწესებულებაა დე ფაქტო აფხაზეთში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი