ახალი ამბები

ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა – ხაზარაძე

7 თებერვალი, 2021 • 1104
ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა – ხაზარაძე

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად.

ხაზარაძემ განაცხადა, რომ ვაქცინის შემოტანა უნდა ყოფილიყო მთავრობის „უმთავრესი პრიორიტეტი მაღალი ფასის მიუხედავად და უკვე უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი“.

„მით უმეტეს, რომ მიღებული დახმარება და აღებული ვალები ბევრად აღემატება იმ თანხას, რისი გადახდაც სრული ვაქცინაციისთვის არის საჭირო“, – აცხადებს იგი და მიიჩნევს, რომ ასე უფრო სწრაფად ამუშავდებოდა ეკონომიკა:

„შევაჩერებდით ბიზნესების გაკოტრებას, ადამიანების უმუშევრად დატოვებას. გაცილებით სწრაფად გავხსნიდით ქვეყანას ტურიზმისა და ინვესტორებისთვის“, – თქვა მან.

„ასევე ვფიქრობ, სახელმწიფო ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად, ეს მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებდა“, – აცხადებს იგი.

ხაზარაძის ამ განცხადებას „ლელოს“ პრესცენტრი ავრცელებს.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 24 იანვასრ განაცხადა, რომ საქართველოს 2021 წლის პირველ კვარტალში AstraZeneca-ს ვაქცინის 450-490 ათასი დოზის მიღება გარკვეულწილად გარანტირებული აქვს, წლის განმავლობაში კი მისი თქმით, ქვეყანამ დამატებით ამავე ვაქცინის 1 400 000 დოზა უნდა მიიღოს.

“რეანიმატოლოგები, მიმღების და სასწრაფოს ექიმები” – ვის შეხვდება COVID-ის ვაქცინა პირველს

მასალების გადაბეჭდვის წესი