ახალი ამბები

რუსეთმა გერმანელი, შვედი და პოლონელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა

5 თებერვალი, 2021 • 843
რუსეთმა გერმანელი, შვედი და პოლონელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის, შვედეთისა და პოლონეთის დიპლომატიური მისიების 3 წარმომადგენლის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზად რუსეთი ასახელებს დიპლომატების “არასანქცირებულ აქციაში” მონაწილეობას, რაც სცდება “დიპლომატიურ მანდატს”. ჯერჯერობით უცნობია, გაძევებულ დიპლომატებს რა პოზიციები ეკავათ თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლობებში.

როგორც დასავლური პრესა წერს, საქმე ეხება რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ აქციებს. სამივე ქვეყანა გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ თუ რუსეთი არ შეცვლის გადაწყვეტილებას, ისინი საპასუხო ნაბიჯს გადადგამენ. მათი თქმით, დიპლომატები აქციაში არ მონაწილეობდნენ და მათი ქმედებები არ გასცდენია დიპლომატიური მანდატით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს.

რუსეთის ქმედებებს მიუღებელი უწოდა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელსაც სოლიდარობა გამოუცხადა და მასთან ერთად დაგმო რუსეთის ქმედებები საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ნავალნის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

მასალების გადაბეჭდვის წესი