ახალი ამბები

ნავალნის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

2 თებერვალი, 2021 • 727
ნავალნის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

რუს პოლიტიკოსსა და ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც Meduza წერს, ნავალნის, ჯამში, 3.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, სასამართლოს გათაწყვეტილებითვე, ამ ვადას შინაპატიმრობაში გატარებული ვადა – 10 თვე ჩამოაკლდება.

გამოცემის თანახმადვე, ალექსეი ნავალნის დაცვის მხარე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ალექსეი ნავალნის, რომელიც რუსეთში “ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ, ბოლო რამდენიმე თვე გერმანიაში მკურნალობდა, რუსეთში პატიმრობა ემუქრება. რუსეთის ხელისუფლება მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი 356 მილიონი რუსული რუბლის (4.8 მილიონი აშშ დოლარი) თაღლითურად მისაკუთრებასა და დახარჯვაში ადანაშაულებს. ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს მიიჩნევს პოლიტიკოსი.   ბოლო დღეებში რუსეთში მასზე ძებნაც გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი