ახალი ამბები

ზაზა გახელაძის ოჯახმა ცენტრალური მაგისტრალი დროებით გადაკეტა

5 თებერვალი, 2021 • 1134
ზაზა გახელაძის ოჯახმა ცენტრალური მაგისტრალი დროებით გადაკეტა

ცხინვალში დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახმა დღეს საღამოს, დაახლოებით, ნახევარი საათით, აღაიანში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.

გახელაძის ოჯახი ხელისუფლებისგან დაკავებულის გასათავისუფლებლად უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას ითხოვს.

საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

დღეს, 5 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში — სამართალდამცველზე თავდასხმასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო და თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რათა “ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად”.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღონ გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად – საგარეო

მასალების გადაბეჭდვის წესი