დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ განაცხადა, თუმცა, როგორც “ნეტგაზეთს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ ეტაპზე არ აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან ამუშავდება როგორც ავტობუსები და მეტრო, ასევე, მიკროავტობუსები თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.