ახალი ამბები

თურქეთში COVID-19-ის სამხრეთაფრიკული და ბრაზილიური შტამები დაფიქსირდა

4 თებერვალი, 2021 • 565
თურქეთში COVID-19-ის სამხრეთაფრიკული და ბრაზილიური შტამები დაფიქსირდა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ორ მოქალაქეს ახალი კორონავიურსის სამხრეთაფრიკულ შტამთან ჰქონდა კონტაქტი, კიდევ ერთს კი – ბრაზილიურთან.

როგორც Hurriyet Daily News წერს, ამ დროისთვის თურქეთში ასევე ფიქსირდება ვირუსის ბრიტანული ვარიანტი. ჯამში, ბრიტანული შტამის კორონავირუსი თურქეთში 196 ადამიანს დაუუდგინდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პაციენტები ამ დორისთვის იზოლაციაში იმყოფებიან.

გამოცემა წერს, რომ თურქეთში უკვე დაწყებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 75 წელზე ასაკოვან მოქალაქეებში. ვაქცინაცია ასევე ჩაუტარდა მედპერსონალს. ქვეყანაში ამ დროისთვის 2.4 მილიონი ადამიანია აცრილი.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვირუსის ახალი შტამებისთვის უფრო სწრაფი გავრცელებაა დამახასიათებელი და მოქალაქეებს მოუწოდა წესების დაცვისა და დიდი შეკრებებისგან თავის შეკავებისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი