ახალი ამბები

ჩატარდა კორონავირუსის 16 605 ტესტი, გამოვლინდა 583 შემთხვევა – 4 თებერვალი

4 თებერვალი, 2021 •
ჩატარდა კორონავირუსის 16 605 ტესტი, გამოვლინდა 583 შემთხვევა – 4 თებერვალი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 583 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 19 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 671 ადამიანი.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  16 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 917 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 688- PCR ტესტით“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი 583 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 243
  • აჭარა – 34
  • იმერეთი – 98
  • ქვემო ქართლი – 46
  • შიდა ქართლი – 31
  • გურია – 10
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58
  • კახეთი – 48
  • მცხეთა-მთიანეთი – 2
  • სამცხე-ჯავახეთი – 9
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 466, საიდანაც 2 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 109, აჭარაში – 184, იმერეთში – 463. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 529 პირი, მათ შორის, თბილისში – 231, აჭარაში – 45, იმერეთში – 133.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 153 პირი, მათგან თბილისში – 107, აჭარაში- 6, იმერეთში – 14. 277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 185 – თბილისში, 81 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 848 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 14 963.

საქართველოში კორონავირუსის 260 480 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 251 748 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 240 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი