ახალი ამბები

ახალქალაქში მოქალაქეები სომხეთთან საზღვრის გახსნას ითხოვენ

3 თებერვალი, 2021 • 880
ახალქალაქში მოქალაქეები სომხეთთან საზღვრის გახსნას ითხოვენ

ახალქალაქში მოქალაქეები სომხეთთან საზღვრის გახსნას ითხოვენ. საპროტესტო აქციის შემდეგ ისინი მერიაში შევიდნენ, სადაც უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალება Tok Tv ავრცელებს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ სომხეთთან სახმელეთო გზის გახსნაზეა დამოკიდებული მათი შემოსავლი და, შესაბამისად, საარსებო რესურსები.

მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ უჭრთ კომუნალური გადასახადების დაფარვაც, რადგან მკაცრი კლიმატური პირობების გამო სახელმწიფო სუბსიდია არ ჰყოფნით.

„კომუნალურებს თუ ვერ გადავიხდით, გავიყინებით“, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

Tok Tv წერს, რომ საბოლოოდ ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი მოქალაქეებს შეხვდა. ამ დროისთვის [14:30] მერი და მოქალაქეები ერთმანეთს ხვდებიან. მათივე თქმით, მერმა მოქალაქეებს უთხრა, რომ უახლოეს დღეებში საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი