ახალი ამბები

“ახალქალაქში ქალს სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვეს” – დაკავებულია ერთი პირი

15 დეკემბერი, 2022 • 1242
“ახალქალაქში ქალს სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვეს” – დაკავებულია ერთი პირი

13 დეკემბერს ახალქალაქში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქება მოხდა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალს სახლთან საჩუქართან ერთად დაუტოვეს.

აფეთქების მომენტში ქალი მოწყობილობასთან ახლოს არ იმყოფებოდა. პირველადი ინფორმაციით, ასაფეთქებელი სახლში შეიტანა, თუმცა ვერ მიხვდა, რა ნივთი იყო საჩუქართან ერთად და სახლის კართან გამოიტანა, რის შემდეგაც აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეზობლის ინფორმაციით, აფეთქება ძლიერი იყო.

როგორც ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, კორპუსში ჩამსხვრეულია ფანჯრები.

Nor.ge-ს ცნობით, ბინას, რომელშიც აფეთქება მოხდა, ქირაობდა ქალი, რომელიც ოპოზიციური პარტიის სახელით 2021 წლის ადგილობრივი საკრებულოს არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. არჩევნებისას პარტია ამ კანდიდატის მიმართ მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია 229-ე მუხლით, რაც აფეთქებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი