ახალი ამბები

როგორია COVID-19-ის დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით

3 თებერვალი, 2021 •
როგორია COVID-19-ის დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება თანდათან სტაბილურდება, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს.

კერძოდ, გამყრელიძის განცხადებით, იანვარ-თებერვალში ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის დადებითობის მაჩვენებელმა 7.3% შეადგინა, როცა ნოემბრის ბოლოს აღნიშნული მაჩვენებელი 25-30%-ის ფარგლებში მერყეობდა.

დღეის მონაცემებით, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 4.3% იყო, მათ შორის:

აჭარაში – 1%;
თბილისში – 5%;
იმერეთში – 6%;
ქვემო ქართლში – 3%.

რაც შეეხება უკანასკნელი 14 დღის შეჯერებულ მონაცემებს, ქვეყნის მასშტაბით დადებითობის მაჩვენებელი 4.6% იყო. მათ შორის:

აჭარაში – 2%;
თბილისში – 4%;
იმერეთში – 6%;
ქვემო ქართლი – 4%.

გამყრელიძემ ასევე ბოლო 1 კვირის მონაცემებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასსტაბით ბოლო 7 დღეში დადებითობის მაჩვენებლმა 3.87% შეადგინა, მათ შორის:

აჭარაში – 1%;
თბილისში – 4%;
იმერეთში – 4%;
ქვემო ქართლში – 4%.

მასალების გადაბეჭდვის წესი