ახალი ამბები

კალაძე: იგეგმება ყიფშიძის ქუჩის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილთან დაკავშირება

3 თებერვალი, 2021 • 1110
კალაძე: იგეგმება ყიფშიძის ქუჩის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილთან დაკავშირება

დღეს, 3 თებერვალს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია ახალი გზის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს ნინო ყიფშიძის ქუჩასთან დააკავშირებს.

შედეგად, შესაძლებელი იქნება ყიფშიძის ქუჩიდან ამირეჯიბის გზატკეცილზე გადასვლა ჭავჭავაძის გამზირის გავლის გარეშე:

“როგორც კი პროექტი მზად იქნება, მაშინვე გამოვაცხადებთ ტენდერს სამუშაოებზე. პროექტის დასრულების შემდეგ, ყიფშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე გასვლა აღარ დაგვჭირდება და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გასვლა პირდაპირ იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა კალაძემ.

მან ასევე დააანონსა ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. კალაძის თქმით, აღნიშნული ხელს შეუწყობს ჭავჭავაძის გამზირის განტვირთვას.

კალაძემ უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დააანონსა

მასალების გადაბეჭდვის წესი