ახალი ამბები

კალაძემ უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დააანონსა

3 თებერვალი, 2021 • 2681
კალაძემ უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დააანონსა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე.

კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ შესაძლებლები იქნება ვაკის გავლის გარეშე ბაგებიდან საბურთალოზე მოხვედრა, რაც დატვირთულ საგზაო მოძრაობას განმუხტავს:

“კიდევ ერთ პროექტი, რომელზეც უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერს, არის უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. თქვენ იცით, რომ ბევრი ადამიანი ცხოვრობს წყნეთში და სარგებლობს ამ კონკრეტული გზით, ბაგები ყოველთვის დატვირთულია და გვინდა ამ პროექტის საშუალებით განვტვირთოთ და ვაკეში შემოსვლის გარეშე შესაძლებელი იყოს ბაგებიდან საბურთალოზე გადასვლა ამ ხიდის საშუალებით”, – ამბობს კალაძე. მან დაგეგმილი ხიდის მშენებლობაზე დღეს, 3 თებერვალს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ბაგებსა და უნივერსიტეტის ქუჩას ამ დროისათვის მხოლოდ საფეხმავლო ხიდი აკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი