ახალი ამბები

ნაძვის ხის ანთების გამო, რესპუბლიკის მოედანთან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

24 დეკემბერი, 2019 • 1539
ნაძვის ხის ანთების გამო, რესპუბლიკის მოედანთან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

თბილისის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო პირველი რესპუბლიკის მოედანთან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. 25 დეკემბერს, 10:00 საათიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი გაივლის სასტუმრო „რედისონთან“ მდებარე პანდუსს, მობრუნდება ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი), საიდანაც გზას რუსთაველის გამზირზე განაგრძობს.

18:00 საათიდან თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ ტრანსპორტი მესხიას ქუჩის გავლით იმოძრავებს. დღის განმავლობაში მიკროავტობუსები N15 და N61 ანალოგიური სქემით ისარგებლებენ.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება. ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას მონიტორინგს გაუწევენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. თბილისის მერია მოქალაქეებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი