ახალი ამბები

მერია: კარვები საშობაო მარკეტისთვის ავიღეთ, დემონსტრანტები გავაფრთხილეთ

31 დეკემბერი, 2019 • 2311
მერია: კარვები საშობაო მარკეტისთვის ავიღეთ, დემონსტრანტები გავაფრთხილეთ

მერიის ინფორმაციით, პარლამენტის წინ განთავსებული კარვები საშობაო მარკეტის მოწყობისთვის აიღეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს.

დასუფთავების მანქანების მეშვეობით კარვების აღების შემდეგ მერიამ ადგილზე ატრაქციონების მოწყობა დაიწყო.

„დედაქალაქის მერიამ წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ.

ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურის აღება, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

პარლამენტის წინ მდგარი რამდენიმე კარავი დასუფთავების სამსახურმა ნაგვის შემკრები მანქანის საშუალებით აიღო.

ამ ადგილას მათ შორის იდგა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ კარვები, რომლებიც პარლამენტის წინ აქტივისტებმა რამდენიმე თვის წინ განათავსეს.

პარალამენტის წინ კარვები დასუფთავების მანქანებმა აიღეს

გარეკანი ფოტო: სქრინი „მთავარი არხის“ ვიდეოდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი