ახალი ამბები

ოპოზიციის კვოტით ვიცესპიკერი ავთანდილ ენუქიძე გახდა

2 თებერვალი, 2021 •
ოპოზიციის კვოტით ვიცესპიკერი ავთანდილ ენუქიძე გახდა

82 ხმით არცერთის წინააღმდეგ პარლამენტის ვიცესპიკერი ოპოზიციის კვოტით “ევროპელი სოციალისტების” წევრი ავთანდილ ენუქიძე გახდა.

ენუქიძე ვიცესპიკერის პოსტზე უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფმა (ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე) დაარეგისტრირა. უფრაქციო დეპუტატებს ვიცე-სპიკერის წარდგენის საშუალება მას შემდეგ აქვთ, რაც პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდა.

ავთანდილ ენუქიძე “პატრიოტთა ალიანსის” წევრი და შემომწირველი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც “პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილება მიიღო, პარტია დატოვა და პარლამენტში შევიდა.

უფრაქციო ოპოზიციონერებს პარლამენტში ვიცესპიკერის კანდიდატურის წარდგენა შეეძლებათ

მასალების გადაბეჭდვის წესი