ახალი ამბები

ჩატარდა კორონავირუსის 17271 ტესტი, გამოვლინდა 858 შემთხვევა – 2 თებერვალი

2 თებერვალი, 2021 • 556
ჩატარდა კორონავირუსის 17271 ტესტი, გამოვლინდა 858 შემთხვევა – 2 თებერვალი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 858 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება წერს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 580 ადამიანი.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  17 271 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 459 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 812- PCR ტესტით“, – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის 259 209 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 250 289 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 208 გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი