ახალი ამბები

სამართლადამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ – ლომჯარია მელაშვილის ინციდენტზე

2 თებერვალი, 2021 • 771
სამართლადამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ – ლომჯარია მელაშვილის ინციდენტზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება გუშინ, პირველ თებერვალს ტექნიკის მაღაზიაში მომხდარ ფაქტს, როცა ერთ-ერთმა პირმა “კარტოგრაფების საქმეზე’ ბრალდებულ ივერი მელაშვილს სიტყვიერი შეუარცხყოფა მიაყენა. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები შედეგია ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებისა, რომლებიც აგრესიას აღვივებდნენ ბრალდებულების მიმართ. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მომხდარით უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო უწყებები:

“პოლიტიკოსების, თანამდებობის პირების განცხადებები, როცა ისინი ამბობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა სამშობლოს ღალატს და ამ პროცესში მონაწილე ადამიანები მოღალატეები არიან, რა თქმა უნდა, ქმნიდა ამ საზოგადოებრივ განწყობას და ბრალდებულების მიმართ აგრესიას აღვივებდა. ვფიქრობ, ეს ინციდენტი ამ კამპანიისა და განცხადებების შედეგი და გამოხატულებაა. აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავო ორგანოები ამ ფაქტით და დაიწყონ ამ ფაქტის შესწავლა. ანუ ჰქონდა თუ არა ადგილი სამართალდარღვევას.”

ივერი მელაშვილს, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმის გამო იყო დაკავებული და რამდენიმე დღის წინ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ტექნიკის მაღაზიაში თავს სიტყვიერად დაესხნენ.

ინციდენტის ამსახველ ვიდეოს “ფორმულას” თანამშრომელი სოფო სამუშია ავრცელებს. მისი თქმით, მაღაზიის დაცვა მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ივერი მელშვილმა მაღაზია დატოვა.

თავად ივერი მელაშვილი კი მასზე სიტყვიერ თავდასხმას მის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას უკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი