ახალი ამბები

ოპოზიციის კვოტით ვიცესპიკერის პოსტს ავთანდილ ენუქიძე დაიკავებს

1 თებერვალი, 2021 • 707
ოპოზიციის კვოტით ვიცესპიკერის პოსტს ავთანდილ ენუქიძე დაიკავებს

ოპოზიციის კვოტით ვიცესპიკერის თანამდებობას “ევროპელი სოციალისტების” წევრი ავთანდილ ენუქიძე დაიკავებს.

შესაბამისი წარდგინება ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფმა (ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე) დაარეგისტრირა. უფრაქციო დეპუტატებს ვიცე-სპიკერის წარდგენის საშუალება მას შემდეგ აქვთ, რაც პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდა.

ავთანდილ ენუქიძე “პატრიოტთა ალიანსის” წევრი და შემომწირველი იყო, თუმცა მას შემდეგ დატოვა, რაც “პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილება მიიღო, პარტია დატოვა და პარლამენტში შევიდა.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ასევე, დამტკიცდა, 2-5 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი, რომლის თანახმადაც პარლამენტი 2 თებერვალს განიხილავს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატის განცხადებას მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი, ასევე, მოისმენს არჩილ თალაკვაძის მოხსენებას პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი