საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცლეებს.
უწყება წერს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 681 ადამიანი, ასევე:
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 056 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 566 -PCR ტესტით“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ახალი 240 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 86
- აჭარა – 15
- იმერეთი – 37
- ქვემო ქართლი – 19
- შიდა ქართლი – 21
- გურია – 3
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 28
- კახეთი – 17
- მცხეთა-მთიანეთ – 6
- სამცხე-ჯავახეთი – 8
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 422, საიდანაც 2 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 321, აჭარაში-186, იმერეთში-499. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 569 პირი, მათ შორის, თბილისში-252, აჭარაში-46, იმერეთში-147.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 162 პირი, მათგან თბილისში-121, აჭარაში-4, იმერეთში-16. 268 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 -თბილისში, 81-აჭარაში, 11-იმერეთში. 2 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ამბობენ აჭარაში.
უწყების თქმითვე საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 474 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 15 689.
საქართველოში სულ კორონავირუსის 258 351 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 249 709 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 194 გარდაიცვალა.
