ახალი ამბები

მზად ვართ საქართველოს ვაქცინის შემოტანაშიც დავეხმაროთ – მსოფლიო ბანკი

30 იანვარი, 2021 • 1112
მზად ვართ საქართველოს ვაქცინის შემოტანაშიც დავეხმაროთ – მსოფლიო ბანკი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, თამარ გაბუნია და თამარ ბარკალაია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექქტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, მოლინეუსმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს ვაქცინის შემოტანაში დაეხმარება.

“მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს. მოგაწოდეთ 2,5 მილიონი ტესტი და სასუნთქი აპარატები. მზად ვართ საქართველოს ვაქცინაციის შემოტანაშიც დავეხმაროთ. გარდა ამისა, ჩვენ ახალ პროექტსაც ვგეგმავთ, რომლის ფარგლებშიც გვსურს მცირე და საშუალო ბიზნეს დავეხმაროთ”, – განაცხადა მოლინეუსმა.

ამასთან, შეხვედრაზე თამარ გაბუნიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ Covid-19-ის გადაუდებელი დახმარების პროექტის ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის, განსაკუთრებით კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების აღჭურვის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი